თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია დაიწყო.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ნაჯა ორაშვილის განცხადებით, აქციის მთავარი მოთხოვნა გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) გათავისუფლება იქნება.
"არ შევეგუებით ადამიანების წლობით გაწირვას, ოჯახების გაუბედურებასა და ჩაგვრას, სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი ძალადობის მიმართ უკომპრომისოები ვიქნებით. ამიტომ მოვითხოვთ, გიორგი გიორგანაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს საპატიმრო დაწესებულებიდან",– აღნიშნა ნაჯა ორაშვილმა.
პარლამენტის შენობის წინ, ჯერჯერობით, მდუმარე აქცია მიმდინარეობს.
ცნობისთვის, გიორგი გიორგანაშვილი იგივე "ბახალა" მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.