"საიდუმლო სირობის" ავტორი ერეკლე დეისაძე ახალ რომანზე ვმუშაობ. როგორც დეისაძე ამბობს, რომანის სახელწოდებაა "კუბი". მისივე თქმით, რომანი თანამედროვე ცნობილ მწერლებსა და გამომცემლობებზეა.
"ეს იქნება უკვე ერთგვარი კულტურული გამოწვევა იმ ადამიანების, ვინც თავს "მაგარ მწერლებად'' მიიჩნევენ, ჩემი წიგნის ირგვლივ ატეხილმა ხმაურმა კი ყველაფერი შუშასავით გამჭვირვალე გახადა. მე დავინახე, ვინ ვინაა და ვის რისი ტრაკი აქვს, ახალ რომანში დიდი დოზით არის "საიდუმლო სირობის" ირგვლივ ატეხილი სკანდალი", _ აცხადებს ქართული ინტერნეტგამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში დეისაძე.
მისივე თქმით, ახალ რომანში დიდი დოზით არის "საიდუმლო სირობის" ირგვლივ ატეხილი სკანდალი, დიდი დოზით არის ცინიზმიც საკუთარი თავით დაწყებული, გათოჯინებული მწერლებით დამთავრებული. "მათი მოსაზრებები ჩემი წიგნის შესახებ ერთი-ერთზე დავაკოპირე ტექსტში და მასალის მხრივ კარგად გამომადგა"