ჰოლივუდში „ოქროს ჟოლოს“ ნომინანტები დაასახელეს. ანტი პრემიის ნომინანტებს შორის არიან ტომ კრუზი ფილმისთვის „მუმია“ და ჯონი დეპი „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ბოლო სერიაში განსახიერებული როლისთვის. ქალთა შორის ამ ნომინაციაში შარშანდელი ოსკარის ლაურეატი ჯენიფერ ლოურენსიცაა. წლის ყველაზე ცუდ ფილმებს შორის „მალიბუს მაშველები“, „50 ელფერით მუქი“ და „ტრანსფორმერების უკანასკნელი რაინდი“ დასახელდა. „ოქროს ჟოლოს“ ლაურეატებს ტრადიციულად ოსკარის დაჯილდოვების წინა დღეს, 3 მარტს გამოავლენენ.