ლოს ანჯელესში ამერიკელ კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. ჯილდო საუკეთესო ფილმის ნომინაციაში კინოსურათს „ სამი ბილბორდი ებინგის საზღვართან“ ერგო. პრემიის ლაურეატი გახდა მსახიობი ფრენსის მაკდორმანდი, რომელმაც ფილმში შესრულებული მთავარი როლისთვის ოქროს გლობუსი უკვე მოიპოვა. წლის საუკეთესო მამაკაც მსახიობად გილდიამ გარი ოლდმანი დაასახელა ფილმში „ბნელი დრო“ უინსტონ ჩერჩილის განსახიერებისთვის.