საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, სოფელ ტაშისკარის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის აღსაზრდელების დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიებამოწეყო. პროკურატურამ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს საჩუქრად პლაზმური ტელევიზორი, სასკოლო ნივთები და ჰიგიენის საშუალებები გადასცა. თავშესაფარში ორმოცდაათამდე აღსაზრდელი ცხოვრობს, მათი ასაკი 14 დან 18 წლამდეა.
პროკურორების სტუმრობა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში უცხო არ არის. მსგავსი საქველმოქმედო აქციები პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან უკვე ტრადიციად იქცა. როგორც ქალაქ ხაშურის პროკურორმა მიხეილ შაყულაშვილმა აღნიშნა, პროკურატურა მზრუნველობამოკლებულ ადამიანებს არაერთხელ დაეხმარა და ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება.
საჩუქარი სოფელ ტასშისკარის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს პროექტ "საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში გადაეცა. პროექტი საქართველოში 2006 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია პროკურატურის ანგარიშვალდებულებისა და გამჭირვალობის გაზრდა, დანაშაულის პრევენციის მიმართულებით პროკურატურის ორგანოების მუშაობის ეფექტურობის უზრუნველყოფა, პროკურატურის მიერ საზოგადოების მოთხოვნების და პრობლემების გათვალისწინება, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება.