დღეს, 24 ივლისს, ერთიანი ეროვნული საგამოცდო ნაშრომების გამოქვეყნება ზოგადი უნარების ტესტების შედგებით დაიწყება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ეროვნული გამოცდების ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს, აბიტურიენტებს საკუთარი გასწორებული ნაშრომების ნახვა ცენტრის ვებ-გვერდ www.naec.ge-ზე შეეძლებათ.
ყველა გამოცდის შედეგების გამოცხადება 10 აგვისტოსთვის დასრულდება, რის შემდეგაც სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება.
2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები კი 20 აგვისტოს გამოქვეყნდება.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს დაიწყო და 23 ივლისს ქიმიის გამოცდით დასრულდა.