დღეს, 24 ივლისს, 13:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში საიას თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან აცნობეს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ბრიფინგზე წარმოდგენილი იქნება საიას ექსპერტების დასკვნები.