მედიაში მისი ტირაჟირება ახლა უფრო აქტიურად ხდება, ვიდრე აქამდე იყო და საზოგადოებაში აზრი ყალიბდება, თითქოს კრიმინალი გაიზარდა და უფრო მეტია, ვიდრე აქამდე იყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კრიმინალი ყველა ქვეყნისთვის დამახასიათებელია.
„ეს ბრძოლა აქტიურია, მაგრამ ალბათ, უფრო აქტიური თუ იქნება, ამაში ურიგო არაფერი იქნება. კრიმინალი დამახასიათებელი ყველა ქვეყნისთვის არის, მაგრამ მედიაში მისი ტირაჟირება ახლა უფრო აქტიურად ხდება, ვიდრე აქამდე იყო და საზოგადოებაში აზრი ყალიბდება, თითქოს კრიმინალი გაიზარდა და უფრო მეტია, ვიდრე აქამდე იყო. საუკეთესო გამოსავალი მოდუნება არ იქნება, საჭიროა ბრძოლა ყველა კანონიერი რესურსით, რაც ქვეყანაში არსებობს”, – განაცხადა ხუნდაძემ.