25 ივლისი საქართ ველოს სტატისტიკის დღეა. აღნიშნული თარიღი საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის წარმოების დაწყებას უკავშირდება. სწორედ 1919 წლის 25 ივლისს შეიქმნა სტატისტიკის პირველი ეროვნული სამსახური.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყველა სტატისტიკოსს და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ყველა მომხმარებელს ულოცავს ამ დღეს და უსურვებს პროფესიულ წარმატებებს.
"ყველა სტატისტიკოსს ვულოცავთ პროფესიულ დღეს. ვუსურვებთ, რომ შეძლონ პროფესიული მოვალეობის პირნათლად და მაღალი ხარისხით შესრულება. სტატისტიკოსთა მაღალი პროფესიონალიზმი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საწინდარს წარმოადგენს.
ჩვენს მომხმარებლებთან და რაც მნიშვნელოვანია, ჩვენს რესპონდენტებთან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გვაქვს. ეს ყველაფერი საბოლოოდ უზრუნველყოფს კომპეტენტური, მიუკერძოებელი, ხარისხიანი და ობიექტური სტატისტიკური მონაცემების წარმოებას", - აღნიშნა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ჭელიძემ.
სტატისტიკოსთა პროფესიული დღის აღნიშვნა საქართველოში 2002 წლიდან ხდება.