დღეს, 23 ივლის, 14:30 საათზე, ლაგოდეხში 15-საწოლიანი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ს.ს. "არქიმედეს გლობალ ჯორჯიადან" აცნობეს, ახალი სამედიცინო ცენტრის მშენებლობას საფუძველი დღეს ჩაეყრება.
შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხში ახალი საავადმყოფოს მშენებლობა სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი ს.ს. "არქიმედეს გლობალ ჯორჯიასა" და საქართველოს მთავრობის ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმის ფარგლებში ხორცილდება.