დღეს, 23 ივლისს, 17:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში რუსი ფოტოკორესპონდენტის ვიქტორია ივლევას გამოფენა "ომის აპოთეოზი" გაიხსნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 42 ფოტო, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად ტრაგიკულად დაღუპულებს ეძღვნება.
პირველად გამოფენა მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა, შემდეგ კი - რუსეთის რვა ქალაქსა და კიევში. ექსპოზიციაში ჩართულია 1992-2005 წლების ფოტოები.
გამოფენასთან დაკავშირებით დღეს, 12:00 საათზე თბილისის "რია ნოვოსტის" საერთაშორისო პრეს-ცენტრში პრეს-კონფერენცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ვიქტორია ივლევა ("ნოვაია გაზეტას" კორესპონდენტი), მერი გელაშვილი (კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი"), მარინა თაბუკაშვილი (ფონდ "ტასო"-ს გენ.დირექტორი), რუსუდან მარშანია (ქართულ-აფხაზური კავშირის "პირისპირ" თავმჯდომარის მოადგილე), გალინა პეტრიაშვილი (ჟურნალისტთა ასოციაციის "გენდერმედიაკავკაზ" პრეზიდენტი).
ფოტოგამოფენა, რომლის ორგანიზატორები არიან, ალიანსი "საქართველოს და რუსეთის მშვიდობისმყოფელ ქალთა დიალოგი", კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდის "სოხუმი", კავშირის "დონის ქალები", ქართულ-აფხაზური კავშირის "პირისპირ", ჟურნალისტთა ასოციაციის "გენდერმედიაკავკაზი" და საქართველოს კულტურის სამინისტროს.
ვიქტორია ივლევა დაიბადა ლენინგრადში. 1983 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის და ფოტორეპორტიორის ფაკულტეტი. 2007 წელს გახდა რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის პრემიის ლაურეატი სერიისათვის "საბჭოთა კავშირი - პროდუქტი ნგრევის შემდეგ", რომელიც ეძღვნებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ცხოვრებას.