დღეს, 23 ივლისს, 11:30 საათზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიას დაესწრება.
ხელშეკრულების ფარგლებში, მოხდება ქართველი ქირურგების გადამზადება ბელორუსიის წამყვან კლინიკებში და ჩატარდება ერთობლივი ოპერაციები.
ხელშეკრულების საფუძველზე, ქართველი და ბელორუსი ექიმები გულ-სისხლძარღვთა ქირურგიულ ოპერაციებს ერთობლივად ჩაატარებენ. ასევე ჩამოსულია ბელორუსიაში მოღვაწე ქართველი პროფესორი თენგიზ გუგეშაშვილი, რომელიც საძილე არტერიის მძიმე პათოლოგიის მქონე პაციენტს საქველმოქმედო ოპერაციას ჩაუტარებს.