24 ივლისს ერთიანი ეროვნული საგამოცდო ნაშრომების გამოქვეყნება ზოგადი უნარების ტესტების შედგებით დაიწყება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ეროვნული გამოცდების ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს, აბიტურიენტებს საკუთარი გასწორებული ნაშრომების ნახვა ცენტრის ვებ-გვერდზე www.naec.ge შეეძლებათ.
ამასთან, ყველა გამოცდის შედეგების გამოცხადება 10 აგვისტოსთვის დასრულდება, რის შემდეგაც სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება.
2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები კი 20 აგვისტოს გამოქვეყნდება.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყო და ხვალ ქიმიის გამოცდით დასრულდება.