საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია სოციალურად დაუცველთა მონაცემების ერთიანი ბაზის შექმნაზე დაიწყებს მუშაობას. ამის შესახებ საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ვიქტორ დოლიძე უსინათლოებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ეს მუნიციპალიტეტს გაუადვილებს, თითოეულ ადამიანს მისთვის საჭირო პრობლემის გადაჭრაში დაეხმაროს", - განაცხადა დოლიძემ და აქვე დასძინა, რომ დღეისთვის უსინათლოებისთვის ერთ-ერთმა მთავარ პრობლემას ტრანსპორტის ხარჯები წამოადგენს, ასევე მათ აწუხებთ თითქმის ყველა ის პრობლემა, რომელიც სოციალურ დაუცველ ფენებს აქვთ.
მისი თქმით, იგი ეცდება ტრანსპორტის ხარჯებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებისთვის გამოსავალი იპოვოს.
"შესაძლებელია, რომ მუნიციპალიტეტმა უსინათლოების ტრანსპორტის ხარჯებისთვის თანხა გადაურიცხოს არა სატრანსპორტო კომპანიას, არამედ გადაეცეთ უსინათლოებს, რომლებიც მას თავად გაანაწილებენ~, - აღნიშნა დოლიძემ.