საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სკოლებში მანდატურის ინსტიტუტის შემოღებას მიესალმება. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა განათლების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა, სადაც უწყების ხელმძღვანელ დიმიტრი შაშკინსა და დეპარტმენტების მმართველებს შეხვდა.
"მივესალემბით მანდატურების შემოღებას სკოლებში. დისციპლინა სკოლებში უნდა დამყარდეს, მშობელი ბავშვს, რომ გაუშვებს სკოლაში უნდა იცოდეს, რომ სახლში საღსალამათი დაბრუნდება", - განაცხადა პრეზიდენტმა.