უცხოელი ინგლისური ენის მასწავლებელთა პირველი ნაკადი საქართველოში 31 ივლისს ჩამოვა, _ ამის შესახებ პრეზიდენტმა განათლების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
პრეზიდენტმა უცხოელი ინგლისური მასწავლებლების ჩამოსვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ საქართველოში ინტეგრაციას ყველამ ხელი უნდა შეუწყოს. რადგან მომავალში "უცხოელი ინგლისურის მასწავლებლები მთელ მსოფლიოში საქართველოს ელჩები გახდებიან".
"ჩვენ სულმოუთქმელად ველოდებით ინგლისურენოვანი 1,000 კანადელის, ამერიკელის, ინგლისელის შემოსვლას. ყველა სოფელში, სადაც ეს ადამინები იქნებიან შეიტანენ არა მარტო ენას, ასევე თავიანტ კულტურას, ტრადიციებს. ერთი მხრივ ჩვენ ხალხს გაუზიარებენ და მეორე მხრივ, მერე ისინი გახდებიან საქართველოს ელჩები მსოფლიოში. პირველი ნაკადი ჩამოვა 31 ივლისს და ყევლამ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ მათი ინტეგრირება მოახდეს სოფლებში, ქალქებში, რაიონებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა ჩვენთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.