საქართველოს პრეზიდენტის ინფორმაციით, სასერტიფიკაციო გამოცდა მასწავლებელთა 20%-მა პროცენტმა ჩააბარა. ამის შესახებ პრეზიდენტმა განათლების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
"ჯერჯერობით არსებული მონაცემებით გამოცდაზე გამსველებისგან 20%-მა ჩააბარა. მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს აძლევს მათ მეტ დაცულობას, პრესტიჟს ნებისმიერ სასწავლო დაწესებულებაში და მეტ შემოსავალს", - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა მასწავლებლების სასერთიფიკაციო გამოცდების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სერთიფიცირება მასწავლებლებს აძლევს მეტ დაცულობას, პრესტიჟს და შემოსავალს. ამის შესახებ პრეზიდენტმა განათლების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
"მასწავლებელის სერთიფიცირება ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მოვახერხოთ მათთვის ხელფასების გაზრდა. მომავალ წელს უკვე გაიზრდება ხელფასი და ყოველ წელს მოემატება, ვინც ჩააბარებს სასერთიფიკაციო გამოცდას", აღნიშნა პრეზიდენტმა.