საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიესალმება ინიციატივას, რომლის მიხედვით საქართველო საჯარო სკოლებში სწავლა 10 და 12-წლიანი იქნება. განათლების სამინისტროში მინისტრთან და სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სწავლის ორდონიან სისტემაზე გადასვლა მოამავალი წლიდან დაიწყება
"მომავალი წლიდან უნდა დავიწყოთ ორდონიან სწვალზე გადასვლა. ვისაც არ უნდა უმაღლესში ჩაბარება დასაძრახი არ არის. ძალიან ბევრი ადამიანი არჩენს თავის ოჯახს ისე, რომ არც ერთი უმაღლესი არ აქვს დამთავრებული. ის 10 წლანი სწვალის დასრულების შემდეგ ჩააბარებს გამოცდებს და მიეცემა მინიმალური სწვალის დამთავრრების ატესტატი", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, 10-წლიანი სისტემა სავალდებულო იქნება, ხოლო 12 წელს ის ბავშვები ისწავლიან, ვისაც უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების სურვილი ექნებათ. Mმისივე თქმით, სახელმწიფოს მთავარი დაფინასება საინჟინრო და ტექნიკურ დისციპლინებზე წავა. A
პრეზიდენტის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მთავარი მოტივაცია ის უნდა იყოს, რომ ბავშვებს სკოლაში სიარულის ინტერესი გაუღვივონ. მისივე თქმით, საქართველო ტექნიკური დარგების მიმართულებით უფრო მეტ კვალიფიციურ კადრს მიიღებს.
"ჩვენ შემოვიღეთ 12-წლიანი სწვალების სიტემა, მაგრამ 11-12 კლასში ბავშვები არ დადიან. დისციპლინის თვალსაზრისით გავამტკიცეთ ზომები, მაგრამ მთავრი რასაც ახლა უნდა მივაღწიოთ, არის ის, რომ ბავშვები დავაინტერესოთ, რომ სკოლაში იარონ. მივესალებით ინიციატივას, რომ ჩვენ გადავიდეთ 10 და 12 წლიან სწავლების სიტემაზე. 10-წლიანი არის მინიმალური და თუ მათ ენდომებათ უმაღლესში ჩაბარება, გადავლენ 12-წლიან სისტემაზე, ოღონდ სახლემწიფოდან მთავრი დაფინასება წავა საინჟინრო და ტექნიკურ დისციპლინებში. ვგულისხმობ, ასევე, აგრარულ სპეციალობებს. სამწუხაროდ, არ გვყავს ამ სფეროში კარგი სპეციალისტები და ვინც იყო, ისიც იკარგება. ასევე, ვგულისხმობ გამოყენებით მეცნიერებებს და ყველამ უნდა იცოდეს, მე პირადად ჰუმანიტარული მეცნიერების წამოამდგენელი ვარ, მაგრამ იურისტები, ეკონომიტები, ლინგვისტები, ფილოლოგები თავისთავად ყველა ამას აქვს დიდი მნიშვნელობა, მაგრამ მთავრი აქცენტი იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს, უნდა იყოს სახლემწიფოს მიერ პრიორიტეტულ ტექნიკური დარგების დაფინანსება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.