დღეს, 22 ივლისს, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"-სა - და კომპანია "Siemenc-Austria"-ს შორის "შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტის" "ბ" პაკეტის განხორციელებაზე ხელსეკრულება გაფორმდა.
პროექტის "ბ" პაკეტი გულისხმობს ახალი, 500-400-220 კვ. ქვესადგურის მშენებლობას ახალციხეში, ქვესადგურ "ზესტაფონი 500"-ის გაფართოებას და მოდერნიზაციის სამუშაოების განხორცილებას ქვესადგურში "გარდაბანი 500".
გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობას იღებდა სამი კომპანია: "ABB-Sweden", "AREVA-Germany", "Siemenc-Austria", მათ შორის უმცირესი შეფასების ღირებულების კომპანია იყო "Siemenc-Austria".
სამუშაოების განხორციელება სავარაუდოდ მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყება, სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულება 2012 წლის იანვარშია ნავარაუდევი, ხოლო მეორე ეტაპი 2013 წლის იანვარში დასრულდება. I ეტაპი გულისხმობს სამუშაოების განხორციელებას ქვესადგურში "ზესტაფონი 500" და ქვესადგურ "ახალციხის" 500 და 400 კვ-ის იმ ნაწილზე, რომელიც ერთი 350 მვ-იანი მუდმივი დენის ჩანართის მუშაობას უზრუნველყოფს. II ეტაპზე პროექტი მთლიანად დასრულდება.
რაც შეეხება ამ პროექტის "ა" პაკეტს, ამ პაკეტის მიხედვით უნდა განხორციელდეს ზესტაფონი-ახალციხის და 500კვ. გადამცემი ხაზის - "ზეკარი", გარდაბანი-ახალციხის დამაკავშირებელი 500კვ. გადამცემი ხაზის - "ვარძია" და 400 კვ. გადამცემი ხაზის - "მესხეთი" მშენებლობა საქართველო-თურქეთის საზღვარზე. ამ პროექტისათვის გამოცხადებიულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომპანიამ: DALEKOVOD, KALPATARU, SA-RA, KEC, მათ შორის უმცირესი შეფასებული ღირებულების წარმომდგენი იყო ინდური კომპანია kompania KEC international "-ი, რომელთანაც 5 ივლისს ხელშეკრულება გაფორმდა.
ამ პაკეტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელება აგვისტოში დაიწყება. I ეტაპი, რომელიც გულისხმობს 500 კვ. ეგხ "ზეკარი"-ს და 400 კვ ეგხ "მესხეთის" მშენებლობას, 2012 წლის იანვარში დასრულდება, ხოლო მთლიანად პროექტი 2013 წლის ივნისში დასრულდება.
"შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტი" ფინანსდება შემდეგი დონორი ორგანიზაციების მიერ: "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი", "ევროპის საინვესტიციო ბანკი", KFW, "ევროგაერთიანების სამეზობლო ფონდი".
საერთო ჯამში გამოყოფილი თანხის რაოდენობა 265 მილიონ ევროს შეადგენს.