სიღნაღში ეპიდემიის გავრცელების საშიშროებაა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, სიღნაღში, ერეკლე მეორეს ქუჩაზე, უკვე რამდენიმე დღეა, დაზიანებული საკანალიზაციო მილიდან ფეკალური მასები ღიად მოედინება.
როგორც ერეკლე მეორეს ქუჩის მაცხოვრებლები აცხადებენ, დახმარებისთვის მუნიციპალიტეტის გამგეობას არაერთხელ მიმართეს, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევთ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ექიმი - ეპიდემიოლოგის მარინა კაპანაძის თქმით, ქუჩაში ფეკალური მასების ღიად მიედინებამ შესაძლოა გამოიწვიოს დიზენტერია, ჰეპატიტი ა და მუცლის ტიფი.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნოდარ კოჭლამაზაშვილის განცხადებით, საკანალიზაციო მილები რამდენჯერმე შეაკეთეს, მაგრამ ისევ დაზიანდა, რადგან კანალიზაციის მილი მთლიანად არის გამოსაცვლელი.
"აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება", - განაცხადა სიღნაღის გამგებელმა.