გენუის პორტში საქართველოს დროშით მცურავი ხომალდი "ჟასმინი" დააკვეს.
გემის მფლობელი იტალიის მოქალაქეა, ხოლო ეკიპაჟი საქართველოს მოქალაქეებისგან არის დაკომპლექტებული.
რუსთვი 2-ის ინფორმაციით, გემი მარსელის პორტში 2700 ტონა ხორბლით დაიტვირთა, თუმცა საზღვაო ადმინისტრაციამ გადატვირთვისა და ტექნიკური გაუმართაობის გამო მის მფლობელს 3 600 ევროს ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
მფლობელის მიერ ჯარიმის გადახდის შემდეგ მას მეზღვაურებმა უჩივლეს. ქართველი მეზღვაურების განცხადებით მათთვის გემის მფლობელს უკვე 6 თევა რაც ხელფასი არ გადაუხდია და დავალიანება 100 ათას ევროს შეადგენს.
ქართველი მესაზღვრეების უფლებას სასამართლოში მეზღვაურთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია დაიცავს.