ხვალ, 22 ივლისს, 15:00 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ჟურნალისტთა კავშირის წარმომადგენლები საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ჟურნალისტთა კავშირიდან აცნობეს, ბრიფინგი გამომცემლობა "სამშობლოს" შენობის საეჭვო პრივატიზებას მიეძღვნება. კავშირის წევრები აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლების უფლებამოსილების გადაჭარბების შესახებ დოკუმენტებს წარმოადგენენ.