დღეს, დილით მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში 50 წლის გუჯა ხუციშვილი მდინარის ნაპირზე მიდიოდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და მდინარე არაგვში გადავარდა.
მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან 1,5 კილომეტრში ხუციშვილი უკვე დამხრჩვალი იპოვეს.
ხუციშვილის ცხედარი დუშეთის რაიონის პროზექტურაშია გადასვენებული.