დღეს, აფხაზეთიდან დევნილი 8 მოზარდი კოჯორში დასასვენებლად გაემგზავრება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, დევნილი ბავშვები, მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ერთი კვირის განმავლობაში კოტეჯებში იცხოვრებენ.
დასასვენებელ ბანაკებში მათთვის კულტურულ-საგანმანათლებლო და რელიგიურ თემებზე სემინარები ჩატარდება.
მოზარდები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან შეირჩა.
ბავშვებს აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ბობოხიძე და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები დღეს, 17:00 საათზე გააცილებენ.