ამერიკის მთავრობა ქართველ მეწარეებს აშშ-ს ბაზარზე შეღწევაში ეხმარება. ამ მიზნით, 2010 წლის 21-26 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის ინიციატივით, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სამთავრობო და კერძო სექტორთან შეხვედრები ეწყობა, რათა ქართველი მეწარმეები აშშ-ს ბაზრის მოთხოვნებს გაეცნონ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია აცხადებს, რომ ქართულმა კომპანიებმა აშშ-სთან არსებული GშP სავაჭრო პრეფერენციები მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ, თუმცა ამისათვის ქართულმა კომოანიებმა საკუთარი პროდუქცია აშშ-ს ტანდარტებს მაქსიმალურად უნდა მიუახლოვონ. "ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტის მხრიდან. მნიშვნელოვანია ქართველმა ექსპორტიორებმა იცოდნენ თუ რას ითხოვს ამერიკის ბაზარი. ამისათვის კი ქართველმა მეწარმებმა უნდა ისწავლონ, როგორ უნდა შეიფუთოს პროდუქცია და ასევე როგორ უნდა მოხდეს მისი გადაზიდვა აშშ-ს ბაზარზე. ასეთი სემინარებნის მოწყობა მნიშვნელობანია ბიზნესის გაფართოების თვალსაზისითაც, რათა ქართველმა მეწარმეებმა GშP-ს პრეცერენციები აითვისონ"- აცხადებს ვერა ქობალია.მინისტრის თქმით, პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. "ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ბიზნესი განვითარდეს და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას. თუმცა ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნეად კი კონკურენციის გაზრდაც ნიშვნელოვანი ფაქტორია"- აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, კენტ ლოგსდონის განცხადებით, ასეთი სემინარების მოწყობა ქართველი მეწარმეებისათვის ჯერ კიდევ 2008 წელს დაიგეგმა, რაც აშშ-ს მთავრობის მიერ გამოყოფილი მილიარდიანი დახმარების ნაწილია.
"აშშ-ს მთავრობას აქვს პრეფერენციები, რომლის გამოყენებასაც სხვა ქვეყნებს სთავაზობს. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი მეწარმეები აშშ-ს ბაზრის მოთხოვნებს გაეცნონ"- აცხადებს ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კენტ ლოგსდონი.
2010 წლის სექტემბერში ქართველ 10 კაციან დელეგაციას აშშ-ში მიიწვევენ, რომლის შემადგენლობაში საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირები, სავაჭრო ასოციაციებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების სექტორის წარმომადგენლები შევლენ. დელეგაცია კონსულტაციებს გამართავს აშშ-ს სახელმწიფო სტრუქტურებთან. კონსულტაციების ფარგლებში დელეგაციის წევრებს რეკომენდაციებს მიაწოდებენ აშშ-ში სასოფლო-სამეურნეო პრიდუქციის იმპორტთან დაკავშირებით, რომელზეც GSP რეჟიმი ვრცელდება. გაიმართება შეხვედრები ისეთ სახელმწიფო სტრუქტურებთან, როგორიცაა USDA, FDA და ჩBP, ასევე იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან და სავაჭრო ასოციაციების წარმომადგენლებთან, რომელთა ფარგლებში CLDP-ის მასალები და სახელმძღვანელო დირექტივები იქნება განხილული.
წინამდებარე პროექტის ფარგლებში მომზადებული მასალები საქართველოს მთავრობის ვებ გვერდებზე გამოქვეყნდება და მისაწვდომი იქნება ბიზნეს ასოციაციებისა და სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციების მეშვეობით.
ამერიკის სავაჭრო პალატის ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს სამხედრო კონფლიქტისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის შედეგები საქართველოს ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე დღესაც ახდენენ ზეგავლენას. გაეროს და მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს მიმდინარე საჭიროებების ერთობლივი შეფასების შედეგად განისაზღვრა, რომ 2009 წლის დასაწყისში საქართველოს საქონლისა და მომსახურეობის ექსპორტი სავარაუდოდ 22%-ით შემცირდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული სტატისტიკური სამსახურის შეფასების შესაბამისად 2009 წელს საქართველოს ექსპორტმა აშშ-ში მხოლოდ 37 მილიონი დოლარი შეადგინა (მთლიანი ექსპორტის 3%) და 3 400 პროდუქტიდან, რომელიც GSP-ს პროგრამით დაშვებული კატეგორიის პროდუქტად ითვლება, მხოლოდ 9 პროდუქტით იყო წარმოდგენილი. აგრობიზნესის სექტორი, საქართველოს ეკონომიკის 16%-ს შეადგენს და იმავდროულად აღსანიშნავია, რომ მოცემული სექტორი სხვა ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან საექპორტო ბაზას წარმოადგენს.
აშშ-ში სასოლო სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გაზრდა, რომელზეც GSP ვრცელდება რეალურად შესაძლებელი გახდება საქართველოსთვის ტექნიკური დახმარების მიწოდებით, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს ექსპორტიორების მიერ აშშ-ს საკვები პროდუქტების იმპორტთან დაკავშირებული სტანდარტებისა და ნორმების შესრულების გაუმჯობესებაზე, რაც საშუალებას მისცემს მათ უკეთ გამოიყენონ GSP-ს ფარგლებში გათვალისწინებული იმპორტის გადასახადებისგან განთავისუფლების რეჟიმი და ამასთან დაკავშირებული შესაძლებლობები.
აშშ-ს მიერ საქართველოსთვის 2008 წლის სამხედრო კონფლიქტით და გლობალური კრიზისით გამოწვეული შედეგების დაძლევაზე მიმართული დახმარების ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სავაჭრო კანონმდებლობის განვითარების პროგრამის (CLDP) ფარგლებში ტექნიკური დახმარება გამოუყო საქართველოს მისი ექსპორტის დივერსიფიკაციის მიზნით, რაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის ქართველ მწარმოებლებს საშუალებას მისცემს განავითარონ თავისი შესაძლებლობები და ისარგებლონ სავაჭრო პრეფერენციების ისეთი პროგრამებით, როგორიცაა GშP და უკეთ გაეცნონ საკვები პროდუქტების იმპორტთან დაკავშირებულ სტანდარტებს და მარეგულირებელი ჩარჩოს მოთხოვნებს.
CLDP აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის გენერალური მრჩეველის ოფისთან არსებული პროგრამაა, რომლის ფარგლებში გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების მთავრობებისთვის და კერძო სექტორისთვის ტექნიკური დახმარების მიწოდება ხდება სავაჭრო კანონმდებლობის განვითარების სფეროში, რაც ამ ქვეყნებს დასახული ეკონომიკური მიზნების მიღწევაში ეხმარება. ზემოთხსენებული მიზნების მისაღწევად CLDP ტექნიკურ დახმარებას უზრუნველყოფს სახელმწიფო სტრუქტურების, კერძო სექტორისა და სავაჭრო ასოციაციების წარმომადგენლებისთვის სემინარებისა და კონსულტაციების ჩატარების გზით, რაც საქართველოს საექსპორტო პოტენციალის მაღლებაზე და ექსპორტის დივერსიფიკაციაზე იქნება მიმართული.