"ოპოზიცია იმ ცვლილებებს უწევდა ოპონირებას, რომლებიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა", - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა და დასძინა, რომ დღეს უმრავლესობამ ძალიან პოზიტიურ და ეროვნულ კონსტიტუციას დაუჭირა მხარი.
„დღეს უმრავლესობამ კიდევ ერთხელ, ერთხმად დაუჭირა მხარი და გამოუცხადა თანხმობა ძალიან პოზიტიურ და ეროვნულ კონსტიტუციას, რომელიც რეკომენდებული იყო ვენეციის კომისიის მიერ, რომელსაც ეთანხმებოდა ოპოზიცია, თუმცა სამწუხაროდ, ამაზეც კი ოპონირება გაგვიწიეს", - აღნიშნა მდინარაძემ.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი ხვალ მეორე მოსმენით განიხილავს.
"ვფიქრობთ, ამ კვირაში ორი მოსმენით დავასრულებთ კენჭისყრებსაც და კანონის შესაბამისად, გაზაფხულზე იქნება მესამე მოსმენა. შესაბამისად, დასრულდება კონსტიტუციური რეფორმის ძალიან წარმატებული პროცესი,“ - განმარტა მდინარაძემ.