რუსეთის პრეზიდენტმა ტრადიციულ დიდ პრესკონფერენციაზე რუსეთ-უკრაინულ ურთიერთობებზე ისაუბრა და ყირიმის ნახევარკუნძულზეც გააკეთა კომენტარი.
„უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია, თუმცა უკრაინაში გადაწყვიტეს, რომ ქვეყანა დამოუკიდებელი უნდა იყოს. მათ ამის უფლება აქვთ. ასევე არჩევანი გააკეთა ყირიმელმა ხალხმაც. ყირიმი საბჭოთა ხელისუფლებამ უკრაინას გადასცა, რაც არ უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ახლა ყირიმელმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება და აქ განსახილველი აღარაფერია,“-აღნიშნა პუტინმა.