რუსეთის პრეზიდენტი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მოსკოვის ჩარევას კატეგორიულად უარყოფს. საგანგებო განცხადება მან ტრადიციულ დიდ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ეს ყველაფერი გამოგონილია. ჩვენს ელჩს, სერგეი კისლიაკს ადანაშაულებდნენ ტრამპის გუნდთან კონტაქტში. რა? ყველა კონტაქტი აკრძალულია? რა დაინახეს ამაში ისეთი? ყველაფერს ჯაშუშობა არ შეიძლება დაარქვა,“-აღნიშნა პუტინმა.