საზღვრის უკანონო გადაკვეთასთან დაკავშირებით იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ აღძრული საქმე დაიხურა. გადაწყვეტილება ლვოვის სასამართლომ მიიღო. უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პარტია ბატკივშინას ლიდერს უკრაინის სასაზღვრო სამსახური ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში სდებდა ბრალს იმის გამო, რომ უკრაინის საზღვარი მიხეილ სააკაშვილთან ერთად უკანონოდ გადაკვეთა.