საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ლადო ვარძელაშვილს მოუწოდა, წყალდიდობით დაზარალებულ მოლდოველ ბავშვებს, რომლებიც მიმდინარე ზაფხულში, ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში დაისვენებენ, სათანადო პირობებით დახვდნენ. სააკაშვილის განცხადებით, მოლდოველმა ბავშვებმა განცდილი სტრესი საქართველოში ნაწილობრივ მაინც უნდა გადაიტანონ. ამის შესახებ სააკაშვილმა კახეთში, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"გავაგზავნი თვითმფრინავს, რათა წამოვიყვანოთ ბავშვები ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში დასასვენებლად ყველზე უფრო დაზარალებული ოჯახებიდან. ამიტომ გთხოვთ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ჩვენ უკვე გვყავს დაზრალებულები ჩამოყვანილი ჩერნობილის რაიონიდან, ბელორუსიიდან, ახლა ამას დაემატება მოლდაველი ბავშვები და გთხოვთ უზრუნველყოთ, რომ ის სტრესი, რაც გადაიტანეს, ნაწილობრივ მაინც მოეხსნათ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.