საგადასახადო ომბუდსმენის დანიშვნა მთავრობას პარლამენტთან შეთანხმებით მოუწევს. ასევე კანონში იქნება გაწერილი საგადასახადო ომბუდსმენის მოქმედების ვადა, მისი უფლებები და მოვალეობები და კანონითვე იქნება გაწერილი, რომ საგადასახადო ომბუდსმენი პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული და ანგარიშს წარუდგენს საფინანსო საბიუჯეტო კიომიტეტს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩასწორებები გაკეთდება ახალ საგადასახადო კოდექსის პროექტში.
აღსანიშნავია რომ წარმოდგენილი კანონპროექტით განსაზღვრუილ იყო მხოლოდ ის რომ საგადასახადო ომბუცმენი ზედამხედველობას უწევს გადასახადის გადამხდელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას. ავლენს მათი დარღვევის ფაქტებს და ხელს უწყობს დარღვეული უფლებების აღდგენას.
ასევე გაწერილი იყო ამ კონტექსტში საგადასახადო ომბუდსმენის უფლებები, თუმცა არ იყო აღნიშნული თუ როგორ ხდება ომბუცმენის დანიშვნა და შესაბამისად კანონშივე გაიწერება, რომ საგადასახადო ომბუდსმენის დანიშვნა ხდება პარლამენტთან შეთანხმებით.
შეგახსენებთ რომ ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტს პარალმენტი მეორე მოსმენით ხვალინდელ რიგგარეშე სესიაზე მიიღებს. მესამე მოსმენით მიღება კი საშემოდგომო სესიაზე მოხდება.