ტრამპის რეიტინგი კატასტროფულად დაეცა. სოციოლოგიური გამოკითხვა „ფიუ რისარჩ ცენტრმა“ ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, თეთრი სახლის ლიდერის მოღვაწეობით კმაყოფილი გამოკითხულთა 32 პროცენტია, 63 პროცენტი კი მას მხარს არ უჭერს. აგვისტოში ტრამპის მხარდამჭერთა რიცხვი 34 პროცენტს შეადგენდა. გამოკითხვა 29 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა. ექსპერტები ვარაყდობენ, რომ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადების სკანდალური გადაწყვეტილების გამო ტრამპის რეიტინგი კიდევ უფრო დაეცემა.