საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესისი ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალი ძალები“ დღეს, კიევში, აქციას გამართავს.
სააკაშვილმა ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ მთელ უკრაინას მოივლის და საზოგადოებას "სახალხო იმპიჩმენტისკენ" მოუწოდებს.
"3 დეკემბერი - "სახალხო იმპიჩმენტის" დასაწყისია. 3 დეკემბრამდე ჩვენ გავაკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც დავიწყეთ. ჩვენ შევქმენი საინფორმაციო ცენტრი ყველა ქალაქში, ყველა რეგიონულ ცენტრში. ჩვენ ძალიან ბევრი მომხრე გვყავს, ჩვენ გვაქვს ენერგია, ჩვენ გვემატებიან ახალი ადამიანები," - განაცხადა მან.
გასულ დღეებში მან ასევე განაცხადა, რომ 3 დეკემბერს მას დააკავებენ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დღეს, სოციალური ქსელის მეშვეობით, ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და მოსახლეობას მოუწოდებს, 12:00 საათზე, შევჩენკოს პარკში შეკრებისკენ. მისი განცხადებით, ,,დღევანდელი მარში შესაძლოა იყოს ერთადერთი შანსი მშვიდობიანი გზით შეაჩერონ დიქტატურის დამყარება უკრაინაში“.