საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროპული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ეხმიანება.
,,მივესალმები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწის და ჩემი თანამებრძოლის, ვანო მერაბიშვილის პატიმრობის, უკანონოდ გამოცხადებასთან დაკავშირებით. სამართალი უნდა აღდგეს! ვანო დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს”, - აცხადებს სააკაშვილი.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლეთა კოლეგიამ ძალაში დატოვა ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა.