საკონსტიტუციო სასამართლოში ვაკანტურ პოზიციაზე წარდგენილ ევა გოცირიძეს დღეს პარლამენტში მოუსმენენ. შეხვედრის დაწყებამდე მან ჟურნალისტებტან განაცხადა, რომ არ ღირს რეკომენდატორების ვინაობის დაზუსტება.
,,რა მნიშვნელობა აქვს ამის დაზუსტებას, ძალიან ცოტა ხანია რაც კონსულტაციები მიმდინარეობს. ჩემი ცოდნით და გამოცდილებით, შევძლებ ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობას", - განაცხადა ევა გოცირიძემ.
მოსამართლეობის კანდიდატს ჟურნალისტებმა მისი ინიციატივაც შეახსენეს, რომლის მიხედვითაც გოცირიძე მედიაში მოსამართლეების ლანძღვის გაშუქებაზე შეზღუდვების დაწესებას ითხოვდა.
"მედია არ უნდა იყოს შეზღუდული, მაგრამ თვითკონტროლი ჟურნალისტებმა უნდა განახორციელონ. ჩვენს სინამდვილეში ბევრი იყო ისეთი შემთხვევა, როცა ჟურნალისტების მიერ ხდებოდა ძალიან შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება სხვა პირთა მიმართ. არც მედიის თავისუფლება და არც გამოხატვის თავისუფლება არ გულისხმობს ცილისწამებისა და შეურაცყოფის თავისუფლებას", - განაცხადა გოცირიძემ.