21 ივლისიდან თბილისში 13 წლის ასაკის გოგონების ვირუს "პაპილომაზე" აცრა იწყება.
ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა ქაცარავას განცხადებით, აცრებზე 50-მდე მოზარდია ჩაწერილი, რაც საკმარისია იმისთვის რომ აცრები დაიწყოს.
ამასთან, ქაცარავა არ გამორიცხავს, რომ იმ მოზარდების ასაკი შესაძლოა კიდევ დაიწიოს, რომლებმაც აცრა უნდა ჩაიტარონ.
აცრები გოგოებს იმ პაპილომა ვირუსის იმ სახეობისგან იცავს, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით ძვირად ღირებული ვაქცინით აცრები მოზრდებს უფასოდ ჩაუტარდებათ.