ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცავები. მოქალაქეების ნაწილს, საკუთარი ბინების დათვალიერების საშუალება კვლავ არ ეძლევათ.
შემთხვევის ადგილზე დღეს, თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული მუნიციპალური ლაბორატორიის თანამშრომლები მივიდნენ. ლაბორატორიის თანამშრომლებს კორპუსის მდგრადობა და არსებული ვითარება უნდა შეესწავლათ. თუმცა, მათ დეტალური კვლევების ჩატარების საშუალება არ მიეცათ, ექპსერტებმა ადგილის მხოლოდ ზედაპირული დათვალიერება შეძლეს.
ადგილზე მისულმა მუცინიპალური ლაბორატორიის თანამშრომლებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ სპეცოპერაციის შედეგად დაზიანებული კორპუსის კვლევას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც აღნიშნულ კორპუსში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდება.