სამხრეთ აფრიკელი პარალიმპიელ სპორტსმენს, ოსკარ პისტორიუსს სასჯელის ვადა 13 წლამდე გაეზარდა.
პისტორიუსს 2013 წელს შეყვარებულის რივა სტინკამპის მკვლელობისთვის 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა პროკურატურამ სასჯელის ვადის გაზრდა მოითხოვა.
29 წლის პისტორიუსმა მეგობარი გოგონა საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. პარაოლიმპიელის თქმით, რივა სტინკამპი მას სახლში შეპარული მძარცველი ეგონა და თავდაცვის მიზნით ესროლა.

რივა სტინკამპი - მოდელი