ხვალ 19 ივლისს 11:30 საათზე ბაზალეთში დევნილთა დასახლებაში დევნილთა საექიმო ამბულატორია ოფიციალურად გაისნება.
ამბულატორია მოემსახურება ბავშვებს, მოზარდებს და მოხუცებს. ამბულატორიის სამედიცნო პერსონალს შეადგენს დასახლებაში მცხოვრები ან/და დუშეთიდან, რეგიონის ცენტრალური ქალაქიდან ჩამოსული ექიმები დ ექთნები.
ბაზალეთის დევნილთა საექიმო ამბულატორიის გახსნა ლენტის გაჭრით დაიწყება, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი დაესწრებიან.
ამბულატორიის გახსნის ცერემონიალს ასევე დაესწრებიან მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები.
ბაზალეთის დევნილთაA ამბულატორია აღდგენილია ამქორ-საქართველოს მიერ 2010 წელს, "მცირე სარეკონსტრუქციო პროექტის" ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის (DOS) ფინანსური ხელშეწყობით.
ბაზალეთში, თბილისიდან 25 კმ-ს მანძილზე მდებარეობს დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ცენტრი, სადაც დასახლებულია 400 "ახალი" და 40 "ძველი" დევნილი ოჯახი, რომლებმაც იძულებით დატოვეს თავიანთი სახლები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში 2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის დაწყებული ომის გამო.
ამჟამად UMCOR-ი ეხმარება დასახლებას სამედიცინო და არასამედიცინო ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში, ბავშვთა საკვების განაწილების ჩათვლით.
ბაზალეთის დევნილთა დასახლებაში, რომელიც მოიცავს 1 200 ადგილნაცვალ პირს, 440 ოჯახს, მათ შორის, 140 ბავშვს არ იყო სათანადოდ Aაღჭურვილი საექიმო ამბულატორია, რომელიც ხარისხიანი სამდიცინო მომსახურებას გაუწევდა დევნილებს, რაც კრიტიკულია დევნილთა დასახლებისთვის.
ბაზალეთის დევნილთა დასახლებაში ჯანმრთელობის დაცვის და სამედიცინო მომსახურების უკიდურესი საჭიროების პასუხად, UMCOR საქართველომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტთან და ბაზალეთის დევნილებთან კოორდინაციით, ბაზალეთის დევნილთა საექიმო ამბულატორიაში ჩაატარა შემდეგი სარეაბილიტაციო
სამუშაოები: შენობის სახურავი შეიცვალა, Aაშენდა ახალი ტიხრები, განახლდა ინტერიერი, ჩჰატტარდეა სამღებრო-სამუშაოები, აშენდა კიბე, მოეწყო სანიტარიულ-ჰიგიენური წერტილები, განახლდა წყალ-მომარაგების, კანალიზაციის, გათბობისა და ელექტროენერგიის მიწოდების სისტემები.