ჰოლივუდის დიდების ხეივანს კიდევ ერთი ვარსკვლავი შეემატა. ამჯერად კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ვეტერანი მსახიობი ნიკ ნოლტი დააფასეს. ვარსკვლავის გახსნის ცერემონიას მსახიობის მეგობრები და თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ. ნიკ ნოლტი ოსკარისა და ემის პრემიების ნომინანტი და ოქროს გლობუსის ლაურეატი მსახიობია. განსაკუთრებული პოპულარობა მას ფილმებმა „48 საათი“ და „ნიუ იორკული ისტორიები“ მოუტანა.