ბელგიიდან ესპანეთში ექსტრადიციის შემთხვევაში კარლეს პუჩდემონს პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება. უწყების ცნობით, კატალონიის ყოფილ ლიდერს, თუ კი ის ესპანეთის ტერიტოირაზე აღმოჩნდება, „ესტერმერას“ საპატიმროში მოათავსებენ, სადაც კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრები იმყოფებიან. კარლოს პუჩდემონი ამ დროისთვის ბრიუსელში იმყოფება.