17 ნოემბერს, 12 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საბავშვო ევროვიზიის კონკურსთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.
მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ბოლო დეტალების და დასკვნითი სამუშაოების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის აღმასრულებელი პროდიუსერი სერგი გვარჯალაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიის და კომუნიკაციების დირექტორი- თინათინ ბერძენიშვილი, კონკურსის კრეატიული რეჟისორი - გორდონ ბონელო და შოუს წამყვანები: ლიზი ჯაფარიძე და ელენე კალანდაძე.
ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ რეჟისორთან ერთად დაათვალიერონ საკონცერტო დარბაზი, დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები.