რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ სოჭის მცხოვრებს, ინგა თუთისანს სასჯელი შეუმცირა. ამის შესახებ ბიბისის რუსულ სამსახურს მსჯავრდებულის ადვოკატმა აცნობა. თუთისანს ბრალად 2008 წელს რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ ქართველი მეგობრებისთვის ესემეს შეტყობინებების გამოგზავნა ედებოდა. ამის გამო მას 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა სასჯელი 4 წლამდეც შეუმცირეს. თუთისანს პატიმრობიდან სავარაუდოდ 10 დღეში გაათავისუფლებენ. სასჯელს ის 2014 წლიდან იხდიდა. გასულ წელს პუტინმა ამავე ბრალდებით გასამართლებული ანიკ კესიანი, ოკსანა სევასტიდი და მარინა ჯანჯრავა გაათავისუფლა.