ხვალ, 17 ივლისს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ანაკლიაში პატრიოტთა ბანაკებს მოინახულებს.
როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, მინისტრი ახალგაზრდებთან ერთად ორ დღეს გაატარებს. შაბათ-კვირის განმავლობაში იგი სხვადასხვა ღონისძიებას დაესწრება. მათ შორისაა ექსკურსია ბათუმში.
მინისტრი ანაკლიის ბანაკებში მყოფ ახალგაზრდებს განახლებულ ბათუმს დაათვალიერებინებს.
ანაკლიაში მინისტრის სტუმრობის დროს პატრიოტთა ბანაკების შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებები დაიწყება. ფილმს სტუდია "ფორმულა კრეატივი" იღებს.