სახალხო დამცველს ანგარიში ძლიერმა წვიმამ შეაწყვეტინა. პარლამენტის სხდომათა დარბაზში სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვისას წვიმა ჩავიდა, განსაკუთრებით კი იმ მხარეს, სადაც ოპოზიცია ზის. წვიმამ ოპოზიციის სამუშაო ფურცელი მთლიანად დაასველა.
ჩამოსული წვიმის გამო ანგარიშის განხილვა პარლამენტის თავმჯდომარემ შეაჩერა და 10-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.
ამ წუთებში სხდომა განახლებულია. სხდომის განახლებისას პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტება გააკეთა, რომ წვიმის ჩამოსვლა განაპირობა სახურავზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა.