ორგანიზაცია უკეთესი მოავლისათვის ფონდ ღია საზოგადოება - საქართელოს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს ახალგაზრდობა - უკეთესი მომავლისათვის, რომელიც გულისხმობს მცხეთა_მთიანეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ახალგაზრდების ინფორმირებას
თვითმმართველობასთან დაკავშირებით.
პროექტის ფარგლებში 17 და 18 ივლისს, ქალაქ მცხეთაში, სასტუმრო "მცხეთა პალასში" ჩატარდება ფორუმი. ფორუმის მიზანია პროექტის შედეგების შეჯამება, მონაწილეების დაახლოება, გამოცდილების გაზიარება, სამომავლო გეგმების დასახვა.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ პროექტის მონაწილე ახალგაზრდები, პარტნიორი ორგანიზაციები, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.