თურქმა არქეოლოგებმა ქალაქ კეისერში გათხრების დროს, უძველესი საქორწინო ხელშეკრულება აღმოაჩინეს, რომლის ასაკიც 4000 წლით არის შეფასებული. Daily Sabah- ის ინფორმაციით, კონტრაქტის ტექსტში, რომელიც თიხაზეა შესრულებული, მეუღლე გამოთქვამს თანხმობას, ქმარმა იყოლიოს მონა ქალი სუროგაციის მიზნით, თუკი ცოლ-ქმარს 2 წლის განმავლობაში არ შეეძინებათ შვილები. იქვე აღნიშნულია, რომ ვაჟიშვილის შეძენის შემდეგ, ქალი უნდა გათავისუფლდეს მონობიდან.
პროფესორი ახმეტ ბერპი დარწმუნებულია, რომ აღმოჩენილი არტეფაქტი არის პირველი დოკუმენტი, სადაც უშვილობის პრობლემაზეა საუბარი. არტეფაქტი სტამბულის არქეოლოგიურ მუზეუმს გადაეცა.