თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღამის კლუბი "ბამბა რუმის" ფილიალი ბათუმში 31 ივლისს გაიხსნება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" "ბამბა რუმის" მენეჯმენტიდან აცნობეს, ამ დროისათვის დგინდება პროგრამა და რომელი Dჟ ან შემსრულებელი გახსნის კლუბში სეზონს.
მენეჯმენტის ინფორმაციით, დეტალები რამოდენიმე დღეში გაირკვევა, რადგანაც ამ დროისათვის ამ თემზე ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ კლუბს სტაბილური მომხარებელი ჰყავს, თუმცა მიმდინარე სეზონზე ადგილობრივი მომხმარებელი უფრო გააქტიურებულია. მათი განცხადებით, ტურისტული სეზონის ძალაში შესვლასთან ერთად უცხოელი მომხმარებლის რიცხვიც გაიზრდება.
"ბამბა რუმში" ერთი მომხმარებლის მომსახურეობა საშუალოდ 25-დან 50 ლარამდე ჯდება.