ბელგიის სასამართლომ კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი გააავისუფლა. ჟენერალიტეტის ექსპრეზიდენტთან ერთად გათავისუფლებულია 4 ყოფილი მაღალჩინოსანიც. სააგენტო როიტერის ცნობით, კატალონიის ყოფილ ხელმძღვანელსა და მის მოკავშირეებს ბელგიის დატოვება ეკრძალებათ. ისინი სასამართლოში 15 დღის შემდეგ უნდა გამოცხადდნენ. კატალონიის მთავრობის ექსმეთაური კარლეს პუჩდემონი და 4 ყოფილი მინისტრი ბელგიის პოლიციას გუშინ ჩაბარდნენ. ესპანეთის მთავრობამ პუჩდემონისა და მისი მთავრობის 4 მაღალჩინოსნის დაკავების ორდერი ბელგიას 3 დღის წინ გადაუგზავნა.