საუდის არაბეთის სამხრეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა მაღალჩინოსნებიც იმყოფებოდნენ. ავიაკატასტროფისას ასირის პროვინციის პრინცი დაიღუპა. არაოფიციალური ინფორმაციით, ვერმფრენის ბორტზე 9 ადამიანი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია.